22:53 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 10:37:45, 561 ნახვა

სამართალი
აფგან მუხთარლიმ ქართულ მხარეს ქვეყანაში არ შემოშვების გამო სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლიმ ქართულ მხარეს ქვეყანაში არ შემოშვების გამო სტრასბურგის სასამართლოში უჩივლა.

მისი განცხადებით, გასული წლის ოქტომბერში მას ქვეყანაში ჩამოსვლა და გამოძიებაში მონაწილეობის მიღება სურდა, რაზეც საქართველოს ხელისუფლებამ უარი უთხრა.

სტრასბურგის სასამართლომ მუხთარლის საჩივარი წარმოებაში მიიღო და ახლა ჟურნალისტი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

„ქართულ მხარეს არ სურს საქმის გამოძიება რადგან დანაშაული თავად ჩაიდინეს. ამიტომ ეწინააღმდეგებიან ქვეყანაშ ჩემს შემოშვებას. პროცესი რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიების იმიტაცია. გენერალურ პროკურატურას ორჯერ მივმართე რადგან ქვეყანაში ჩამოვსულიყავი და გამოძიებაში მონაწილეობა მიმეღო. ოქტომბერში არ შემომიშვეს ქვეყანაში .თალაკვაძემ მედიას განუცხადა რომ წინასაარჩევნოდ საქართველოში ჩემი ჩამოსვლა პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევდა მე კამპანიაში მონაწილეობაზე არც მიფიქრია. დაირღვა ჩემი უფლებები და მივმართე სტრასბურგის სასამართლოს. მათ წარმოებაში მიიღეს სარჩელი და გადაწყვეტილებას ველოდები“, - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

ცნობისთვის, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 მაისში თბილისიდან მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ედავება.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics