07:00 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 23:14:40, 475 ნახვა

კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში ქვეყანა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 22 მარტის კვირაში ქვეყანა „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მიიღებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკება მიდის ინდოეთის ინსტიტუთან, რომელიც „ნოვავასის“ ვაქცინას აწარმოებს.

„თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ინდოეთის ინსტიტუტთან, რომელიც აწარმოებს „ნოვავაქსის“ ვაქცინას.

გვპირდებიან, რომ მალე მათგან კონტრაქტი უნდა მივიღოთ, დღესაც იყო მათთან საუბარი.

რაც შეეხება სიახლეებს ვაქცინასთან დაკავშირებით, წერილობითი თუ დისტანციური შეხვედრების საფუძველზე დადასტურებულია, რომ 22 მარტის კვირაში ქვეყანა აუცილებლად მიიღებს როგორც „ფაიზერის“, ისე „ასტრაზენეკას“ ვაქცინას.

ორივე უნდა შემოვიდეს „კოვაქსის“ პლატფორმის საშუალებით.

უკვე უახლოეს ხანში დაზუსტდება დღე და რეისი, რომლითაც გამოიგზავნება ვაქცინა. სწორედ ამაზე მიმდინარეობს ინტენსიური კომუნიკაცია გაერო-ს ბავშვთა ფონდთან, რადგან მათი საშუალებით ხდება ვაქცინების მოწოდება.

მათთან მოხდა შესაბამისი თანხის ტრანზაქციები ამ ორი ვაქცინის შესყიდვისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics