2021-03-10 20:18:02, 522 ნახვა
საზოგადოება
11-დან 15 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი
11-დან 15 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი.
ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 12 მარტს ქვეყნის მასშტაბით უმეტესად მოსალოდნელია თოვლი, ზღვაზე კი 3-4 ბალიანი ღელვა.
მაღალმთიან ზონებში ზვავისა და მეწყერის საშიშროება იქნება.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.
13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,