2021-03-10 15:58:15, 713 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში საერთო სარგებლობის კიბეები ეწყობა
გლდანის რაიონის გამგეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.
მათ შორის, ეწყობა საერთო სარგებლობის კიბეები მუხიანის მესამე მიკროს N17 კორპუსის I, II და III სადარბაზოებთან ასევე, გლდანის მეექვსე მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია ასრულებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 45 003 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),