|
2021-03-10 11:15:31, 943 ნახვა
სამხედრო
დეპუტატებმა ვაზიანში სამხედრო ბაზები მოინახულეს
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრებმა ვაზიანში მდებარე სამხედრო ბაზები მოინახულეს. პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალური შტაბის უფროსმა ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა, აღმოსავლეთის სარდალმა ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ და ბრიგადის მეთაურებმა უმასპინძლეს. საკანონმდებლო ორგანოს წევრები მე-5 საარტილერიო და მე-4 მექანიზებულ ბრიგადებში სამხედრო მოსამსახურეების სამუშაო და საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართეს და დეპუტატებს მიმდინარე სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სტუმრებმა სამხედრო ბაზებზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ასევე ბრიგადების შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. დეპუტატებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად განახლებულ სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. დღესვე პარლამენტის წევრები საბრძოლო მომზადების ცენტრშიც (CTC) იმყოფებოდნენ, სადაც ბაზის არსებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში როტაციით მყოფი ქვედანაყოფის მომზადების პროცესს დააკვირდნენ. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ნდობის ჯგუფის წევრები, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) იმყოფებოდნენ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტ "ერთი დღე ჯარში" ფარგლებში, სამხედრო ნაწილებში მსგავსი სახის ვიზიტები მთელი წლის განმავლობაში განხორციელდება. სამხედრო ბაზებს პერიოდულად მედიის წარმომადგენლები, სტუდენტები, პედაგოგები და მოსწავლეები ესტუმრებიან.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)