08:27 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 15:47:13, 553 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია „ენკამ“ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა დააფინანსოს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი „ნამახვანი ჰესის„ პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე  და ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კონკრეტული ფორმატის შექმნის შესაძლებლობაზე საუბრობს.

პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვისას ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ინვესტორი კომპანიის მხრიდან მეტი სოციალური პასუხისმგებლობის აღებასა და ამ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე.

„რა შეიძლება გაკეთდეს ისე, რომ არც ინვესტორის ინტერესები დაზიანდეს და არც ქვეყნის ინტერესები დაზიანდეს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობდეს გარკვეული შეთანხმების პლატფორმა ჩვენსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც ადგილზე წარმოადგენს საპროტესტო მოძრაობას - მზად ვართ, რამდენიმე კონკრეტული ფორმატი შევქმნათ იმისთვის, რომ ნებისმიერი კვლევა, თუ საჭიროა, მოხდეს მისი რევალიდაცია, მოხდეს გადახედვა, მაგრამ ისე, რომ პროცესი არ დაირღვეს.  ვფიქრობთ, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიამ უფრო კონკრეტული პროექტები უნდა გამოაცხადოს და დააფინანსოს, მეტიც, ვფიქრობთ, ამ პროექტების და პრიორიტეტების შერჩევასა და ამ სახსრების მართვაში უნდა ჩაერთოს უშუალოდ ადგილობრივი სათემო ორგანიზაცია, ის ადამიანები, ვინც დღეს ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან ალბათ, ბოლომდე ვერ ხედავენ იმ სიკეთეს, რომელსაც ადამიანებისთვის და არა ზოგადად მხოლოდ მაკროეკონომიკურად მოიტანს „ნამახვანი ჰესი". ამაზეც ვაწარმოებთ კომპანიასთან მოლაპარაკებას და მალე ეს საკითხიც ცხადი იქნება", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics