2021-03-09 15:20:00, 658 ნახვა
საზოგადოება
„გამოდი ღირსებისთვის“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია „გამოდი ღირსებისთვის“ მიმდინარეობს.
სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენიმე დღის წინ, „ტვ პირველის“ მიერ გასაჯაროებული ფარული აუდიო ჩანაწერის შინაარსს აპროტესტებენ.
მათი მოთხოვნები, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და და ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემაა, ვინც გავრცელებულ ჩანაწერში ფიგურირებს.
აქციის მონაწილეები ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე განცხადებას დაწერენ და მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვებენ.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ რამდენიმე დღის წინ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა. ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,