07:58 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-09 12:32:11, 456 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, არსებული ეპიდსიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ შემსუბუქებებზე იყოს საუბარი.

„იცით, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როცა ჩვენი ვიყავით თითქმის 75%-ზე ასულები და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით ეს არის 43%, რაც ძალიან ცუდია. გთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ პირბადე ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ და უკვე შესაძლებელია თუ ამ ტიპის და ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. იცით, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავიყვანეთ, ქვეყანაში ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics