|
2021-03-08 18:54:06, 701 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - გუნდის მხრიდან იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პრემიერთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული, თუ ვინ უნდა იყოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან წარმოდგენილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დიალოგსა და კომპრომისებს ალტერნატივა არ აქვს. „დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოლაპარაკებას, ალტერნატივა არ აქვს. თუ ჩვენ ვფქირობთ ქვეყნის მომავალზე, ქვეყნის განვითარებაზე, იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, სიმშვიდე, შევძლოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, არსებული პანდემიის ძალიან სწრაფად დაძლევა, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სიმშვიდე, სტაბილურობა. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ დიალოგს, საუბარს არ აქვს ალტერნატივა და ასევე, კომპრომისებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)