|
2021-03-08 13:47:47, 610 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებზე - რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა
რა გამოძიება უნდა დაიწყოს, სისულელეა, - ამის შესახებ პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითიც ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ყველაფერი სიკეთეს არ მოგვიტანს. „ყველაფერი გამოეცალათ ხელიდან და რაღაც ჩანაწერებზე აქვთ აქცენტი. რა გამოძიება, ხალხო? – ევროკავშირი, ამერიკა, ეუთო/ოდირი ყველა აღიარებს, რომ არჩევნები იყო შესაბამისი, კონკურენტუნარიანი, თავისუფალი და გაყალბებაზე არავინ არ საუბრობს. გამარჯვებული პარტია ვართ, რომელსაც მილიონამდე ადამიანმა ხმა მისცა. ეს თემები ვერ ააგორეს, ადამიანი ციხეში ძალით ჩაჯდა, რომ მსოფლიო სკანდალი გამოეწვია იმისთვის, ნახეთ, როგორ დევნიან მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარულია და ახლა ჩანაწერებზე საუბარი დაიწყეს. მინდა ყველა ერთად დავფიქრდეთ, საზოგადოება, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. რა გამოძიება, სისულელეა, რა გამოძიება უნდა დაიწყოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)