2021-03-08 13:16:17, 542 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტები გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ
სამოქალაქო აქტივისტები, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები, გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებენ და ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას ითხოვენ.
სამოქალაქო აქტივისტები ხვალ, 12 საათზე, გენერალურ პროკურატურას მიმართავენ და დღეს დღის განმავლობაში შეგროვებულ ხელმოწერებსაც წარადგენენ.
„ხვალ, 12:00 საათზე მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების შემდეგ დაიკითხონ ჩანაწერებში ფიგურანტი პირები, ბერა ივანიშვილი, ღარიბაშვილის, შს მინისტრი“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
შეგახსენებთ, რომ „ტვ. პირველმა" 6 მარტს გაავრცელა ფარული აუდიო ჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად მისთვის არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის დასჯას უკვეთავს.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან