2021-03-06 22:04:45, 598 ნახვა
საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს
სამოქალაქო აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს.
პარლამენტთან კარვებში მყოფმა აქტივისტებმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადაც ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის აუდიოჩანაწერი გავიდა, მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.
ამ დროისთივს აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან იმყოფებიან, სადაც რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირსიპირება იყო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,