07:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 18:42:18, 4350 ნახვა

ომი უკრაინაში
კანადაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცეს

კანადის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინა დაამტკიცა.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

კანადამ აღნიშნული ვაქცინის 10 მილიონი დოზა წინასწარ შეისყიდა, ხოლო მომავალში კიდევ 28 მილიონის ყიდვის შესაძლებლობა აქვს.

Johnson & Johnson-ის ვაქცინა პირველია კანადაში დამტკიცებულ ვაქცინებს შორის, რომელიც ერთ დოზას მოითხოვს და ჩვეულებრივ მაცივარში ინახება.

ქვეყანამ ასევე დაამტკიცა Pfizer-ის, Moderna-სა და AstraZeneca-ს წარმოების ვაქცინები.

ამასთან, კანადა Pfizer-თან მიწოდების დაჩქარებაზეც შეთანხმდა და მაისის ბოლომდე ვაქცინის 3.5 მილიონ დოზას მიიღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics