|
2021-03-06 15:28:49, 637 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ მათი რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში აღნიშნული პრობლემების ფართო სპექტრმა მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე. როგორც მან აღნიშნა, ეუთო/ოდირის მიერ წინა დასკვნაში გამოქვეყნებული რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია. „ძალიან ბევრი საკითხი არის ჩამოთვლილი, მაგრამ მთავარი არის, რომ ნათქვამია, მათ წინა დასკვნაში რაც ჰქონდათ რეკომენდაციები, ისინი შეუსრულებელია. ანუ ფართო სპექტრია წარმოდგენილი იმ პრობლემების, რომლის შედეგადაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დიახ, ამ ყველა პრობლემის არსებობამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგზე, ამას ეუთო/ოდირი ვერ დაწერდა, ეს ჩვენი სათქმელია, ამას მიუთითებს იგივე ევროკავშირის აქტიური ჩართულობა რომ შეთანხმებისკენ წავიდეთ მოლაპარაკებებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ცნობისთვის, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)