07:17 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 18:28:10, 602 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, წინ წავალთ

პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ წინ წავალთ, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, სასარგებლო იყო ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩამოსვლა საქართველოში.

 „მხარეებს გამოსავლის პოვნის სურვილი გააჩნიათ, მიუხედავად კომპლექსური პრობლემებისა და არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, ყველა პარტიის მხრიდან მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის სურვილს ვხედავ. ძალიან სასარგებლო იყო პრეზიდენტ მიშელის ჩამოსვლა, რაც მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს მეგობრების განსაკუთრებულ ინტერესს კიდევ ერთხელ ადასტურებს. პარტიებს შორის შეთანხმებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, წინ წავალთ, რადგან ამის პოლიტიკური სურვილი არსებობს“, - განაცხადა კელი დეგნანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics