13:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-05 15:46:59, 763 ნახვა

რეგიონი
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან

„ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრა, მთლიანობაში, იყო ძალიან კარგი და საქმიანი, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც ორი მინისტრის მონაწილეობით საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით დღეს გაიმართა.

მისი თქმით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.

„ჩვენ, ამ ფორმატში, რამდენიც შევძელით, პასუხები გავეცით კითხვებს, მაგრამ ამით, ცხადია,  არ ვასრულებთ შეხვედრებს.  ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები" ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა  მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის.

პირველ რიგში, გვსურს მათ ვუთხრათ, რომ ნამდვილად, ჩვენი დიდი სურვილია  ჩვენს შორის საუბარი გაიმართოს. ვწუხვართ, რომ ფორმატის გამო არ ისურვეს ცაგერში ჩამოსვლა და გვესმის მათი, რომ ღია ფორმატია აუცილებელი. შესაბამისად,  თქვენც ხედავთ, რომ  მივიღეთ გადაწყვეტილება,  მედია სრულად დასწრებოდა შეხვედრას. ახლა მივდივართ ადგილზე, კარვებთან, სადაც ადამიანები ამდენი დღეა, თავიანთ პროტესტს გამოხატავენ და ალბათ შევთანხმდებით შემდეგი შეხვედრის ფორმატზე, უფრო, ასე ვთქვათ, მომზადებულ ვითარებაში, სადაც, ორივე მხრიდან იქნებიან ექსპერტებიც პრობლემურ საკითხებზე სასაუბროდ“, -  განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics