|
2021-03-05 15:44:18, 621 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - თუ პლებისციტი მიშას და ბიძინას არ მოსწონთ, ე.ი კარგი ყოფილა
„თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ე.ი კარგი ყოფილა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები ვერ შეიცვლება. „ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გეგმები ვერ შეიცვლება ვერც ერთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის განცხადებიდან გამომდინარე. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ თვითონ შეუძლია ჩამოყალიბდეს ცვლის თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას. თუ პლებისციტი არც მიშას მოსწონს და არც ბიძინას, ე.ი კარგი ყოფილა, ეს ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ. ქვეყანას სჭირდება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში და ვფიქრობ, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რაღა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებისთვის. მთავარი ჩვენთვის არის, რომ პოლიტპატიმრების საკითხი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნებთან მისვლის მექანიზმზე უნდა შევთანხმდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)