|
2021-03-05 15:24:31, 548 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ვახტანგ გომელაურს - ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას?
ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? - ამ კითხვით მიმართა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ვახტანგ გომელაურს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ. მისი თქმით, ყველას აინტერესებს დატოვა თუ არა ესებუამ საქართველოს ტერიტორია. „ხომ არაფერი შემოუთვლია ბადრი ესებუას? ყველას გვაინტერესებს, სად არის? საქართველოს ტერიტორიაზეა, დატოვა საქართველოს ტერიტორია, თუ როგორააა ის კაცი და სადაა?“, - განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ პოლიცია 5 თვეზე მეტია ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ, ბადრი ესებუას ეძებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)