|
2021-03-05 14:09:17, 469 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: მომსახურების სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო. მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა. „2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება. „დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სახელმწიფო სანომრე ნიშნების დისტანციურად შეცვლის გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)