|
2021-03-05 13:43:59, 531 ნახვა
პოლიტიკა
ვისურვებდი, უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს - თეა წულუკიანი გომელაურის პარლამენტში მოსმენას ეხმაურება
ვისურვებდი, მთავრობის წარმომადგენელი უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს, - ამის შესახებ განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუაკიანმა შს მინისტრის, ვახტან გომელაურის საკანონმდებლო ორგანოში მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მინისტრის გამოსვლა იყო საკმაოდ მოკრძალებული. „მინდა მომხსენებელს ვუთხრა, რომ მისი გამოსვლა იყო საკმაოდ მოკრძალებული და ასეთი უმნიშვნელოვანესი საკითხების გარშემო ალბათ, მე პირადად ვისურვებდი, რომ მთავრობის წარმომადგენელი უფრო მეტი რიხით და ზარზეიმით საუბრობდეს. რასაც თქვენ ჩვენ გვთავაზობთ და რასაც მხარს ვუჭერდით, დღეს ეს მცდელობები გვირგვინდება. ალბათ ჩვენი მხრიდან და მითუმეტეს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან დაჭირდება კომუნიკაციის უფრო დიდი მასშტაბური კამპანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადამიანის უფლებების სფეროში და ამ ოქმის მოდიფიცირება მრავალის წლის მანძილზე პრაქტიკულად ნატვრად იყო ქცეული“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში ე.წ. მინისტრის საათის ფორმატში შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)