|
2021-03-05 13:46:04, 460 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური: 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ. “სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. განახლდა საპატრულო პოლიციის ავტოპარკი და ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამტარი პუნქტები, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველადი ინსპექტირების უახლესი ხელსაწყოებით აღიჭურვა “, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ვახტანგ გომელაურის თქმით, 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. „2020 წელს გაიხსნა მცხეთა- მთიანეთის რეგიონის ერთიანი მომსახურების ცენტრი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონზეც ვრცელდება უკვე. 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება. ახალი ცენტრების საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს”,- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)