2021-03-05 09:03:18, 429 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:40 საათზე დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ყაზბეგთან, სოფელ ბლოდან 18 კმ-ში დაფიქსირდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან