|
2021-03-04 18:36:00, 724 ნახვა
პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან პროგრესს არ მიაღწევს, დღის წესრიგში საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან პროგრესს არ მიაღწევს, დღის წესრიგში საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება. როგორც მან აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ გასული თვეების მანძილზე ყველაფერი გააკეთა, რათა ყველა დაერწმუნებინა, რომ ბოიკოტი ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმის ნაცვლად, რომ რეალურად ფიქრობდნენ იმ შანსის გამოყენებაზე, რაც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკავშირმა, არიან დაკავებულნი სიცრუის ტირაჟირებით. თუ ბატონ თალაკვაძეს არ ესმის ინგლისური, შეუძლია, ვინმეს თხოვოს და უთარგმნონ რა ვთქვი მე აღნიშნულ კონფერენციაზე. მე სწორედ ის ვთქვი, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება ბოიკოტთან დაკავშირებით, მათ შორის მეც, „ქართულმა ოცნებამ“ გასული თვეების მანძილზე ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ყველა დაერწმუნებინა იმაში, რომ ბოიკოტი იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მეტიც, აღნიშნულ კონფერენციაზე ასევე ვთქვი, რომ თუ „ქართული ოცნება“ არ წამოვა ამ მედიაციის ფორმატში და არ მიაღწევს რაიმე პროგრესს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც არის ბატონი მიშელის გეგმაში, არამხოლოდ საპარლამენტო ბოიკოტის, არამედ საარჩევნო ბოიკოტის საკითხი დადგება დღის წესრიგში. გაუგებარი იქნება, საერთოდ რა აზრი ექნება არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციის მხრიდან, თუ არ განხორციელდა რეალური საარჩევნო რეფორმა. ასე რომ, ჩემი არგუმენტები იყო სწორედ ბოიკოტის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. როგორც ჩანს, ამდენი ანალიზის უნარი პატივცემული უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე მმართველი გუნდის გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმაც აღნიშნეს, რომ საპარლამენტო ბოიკოტი შეცდომა იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)