13:11 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 13:13:28, 589 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

,,მნიშვნელოვანია სწორად დაგეგმილი საპრივატიზებო პოლიტიკის ეფექტურობა, მომიჯნავე დარგების გაძლიერება, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. კერძო სექტორთან ერთად უნდა შევძლოთ ეკონომიკის აღდგენა.  აჭარას და ბათუმს აქვს დიდი პოტენციალი, რომ მაქსიმალურად მალე შევძლოთ აღვადგინოთ ეკონომიკა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პანდემიის მიუხედავად ნარინჯისფერი რთველის წარმატებით ჩატარებისთვის. მისი განცხადებით, უნდა გაძლიერდეს უფასო ხვნა-თესვის პროგრამა და თითოეულმა ფერმერმა უნდა შეძლოს ამ პროგრამით სარგებლობა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სტუმრობისას თორნიკე რიჟვაძემ პანდემიის  მართვის, სოციალური პროექტების საკითხებზე ისაუბრა. მისი თქმით, სისტემამ შეძლო დიდ დატვირთვას გამკლავებოდა. თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს  გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სტუმრობისას, საუბარი შეეხო საკლასო ოთახებში სწავლის განახლების და სასწავლო პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხებს. თორნიკე რიჟვაძის თქმით, კულტურა და სპორტიც აღდგება თანმიმდევრულად და ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics