2021-03-04 12:28:14, 715 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: Wizzair-ი მარტის ბოლოდან საქართველოში ფრენებს განაახლებს
Wizzair-ი მარტის ბოლოდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს განაახლებს, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ავიაკომპანია ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს.
„Wizzair-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა, მარტის ბოლოდან აახლებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენებს. ამ მომენტისთვის ის ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა. მარტის ბოლოდან საქართველოს ბაზაზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია „ვიზეარ აბუდაბი“ და ფრენებს შეასრულებს აბუდაბი-ქუთაისი-აბუდაბის მიმართულებით, კვირაში ორი სიხშირით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,