|
2021-03-03 16:06:38, 561 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, სანამ მასში არ მონაწილეობს ნიკა მელია
მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, სანამ მასში არ მონაწილეობს ნიკა მელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, გიგი უგულავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება პოლიტიკური პტიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩანიშვნის საკითხი. „მოლაპარაკებება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, სანამ მასში არ მონაწილეობს როგორც საკუთარი პარტიის ლიდერი და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, ამიტომ ეს უმნიშველოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივა, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი, რომელსაც ჩვენ, პოლიტიური ოპოზიცია ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს უნდა იყოს, ჩვენი ვარაუდოთ, რაც ჩემი აზრით უკვე დაგვიანებულია, იმიტომ რომ 16-ში, როდესაც ბრიუსელში გაიმართება საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა, ქართული მხარე უნდა წარდგეს კონკრეტული წინადადებებით, რასაც სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად დრო ძალიან ცოტაა. ამიტომ ყველამ ნერვები უნდა დავითოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან იმისათვის, რომ შედეგი იყოს, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)