|
2021-03-03 15:51:58, 560 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ დაგეგმილი საპროტესტო აქციები დროებით გადადო
ოპოზიციამ დღევანდელ შეხვედრაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაგეგმილი აქციები დროებით გადადოს. აღნიშულის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. ოპოზიციის გადაწყვეტილებით, ვიდრე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციები არ ჩატარდება. „იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი დამატებითი მიზეზი, რომ უარი თქვას მოლაპარაკებაზე და ჩაშალოს ის, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, რაც იყო წინააღმდეგობის, არაძალადობრივი აქციები დაგეგმილი, გადავდოთ დროებით, ვიდრე არ დასრულდება მოლაპარაკებების ვადა", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. მისივე თქმით, ოპოზიცია ხვალ დაგეგმილ მანქანების მსვლელობას მაინც გამართავს. „ამის შემდეგ დაგეგმილი აქციები რაც იყო, მათ შორის 13 მარტის აქცია გადაიდო. სავარაუდოდ 20 რიცხვში ველოდებით მოლაპარაკების შედეგებს“, - დასძინა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)