|
2021-03-03 15:15:07, 491 ნახვა
პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ განცხადებები შარლ მიშელის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდა
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოს დაუბრუნდა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადაა, თუმცა მანამდე აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. „ვართ მზად იმისთვის, რომ დიალოგი შედგეს ხელისუფლებასთან და ის 6 საკითხი, რომელიც ჩარჩოს ფორმით გადმოგვცა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, იყოს განხილული. მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ შევწყვეტთ აქციებს. ის პროტესტი, რომელიც საზოგადოებაშია დაგროვებული იქნება გამოხატული. ის განცხადებები, რომელიც ბატონმა ღარიბაშვილმა გააკეთა და „ქართული ოცნების“ მხრიდან გვესმოდა, თითქოს დაბრუნდა პრეზიდენტ მიშელის ვიზიტამდე არსებულ სტატუს-კვოზე. ისევ აგრესიული საუბარია იმაზე, რომ არ განიხილება რიგგარეშე არჩევნების საკითხი. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი უბრალოდ პროპაგანდისტული განცხადებები იყო და რეალურად, მოლაპარაკებებში მათ ჩართვას ხელს არ შეუშლის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)