|
2021-03-03 14:07:58, 424 ნახვა
პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ აქციები და შეთანხმება ხელისუფლებასთან ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამიტომ პროტესტი გაგრძელდება. როგორც ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრზე აქციების ჩატარების ფორმაზე შეთანხმდება. „აქციები გაგრძელდება, უბრალოდ ჩვენ ვფიქრობთ და დღეს საბოლოოდ გადავწყვეტთ, რა ფორმით გაიმართება ეს აქციები, რომ დამატებითი საბაბი არ მივცეთ ხელისუფლებას, რომ თითქოს ოპოზიცია ცდილობს შეთანხმების ჩაშლას. ეს შეთანხმება და აქციები ერთმანეთთან კავშირში არანაირად არ არის და არც ერთი სიტყვა არ თქმულა იმაზე, რომ აქციები უნდა შეწყდეს. ამიტომ აქციები გაგრძელდება, უბრალოდ რაღაც ფორმაზე შევთანხმდებით“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)