|
2021-03-03 09:46:03, 554 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს მტრულ ანტირუსულ თავდასხმას უწოდებს და ვაშინგტონს მოუწოდებს, ნუ ეთამაშება ცეცხლს. „აბსურდი იმარჯვებს, როდესაც სანქციების დაწესების მიზეზად სახელდება განზრახ მოწყობილი პროვოკაცია ალექსეი ნავალნის „მოწამვლასთან“ დაკავშირებით, ზოგიერთი „საბრძოლო ქრომატიკით“, - აღნიშნულია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. ამასთანავე, განცხადებაში საუბარია, რომ აშშ-ის მიერ რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესება საბაბია, რომლითაც აშშ რუსეთის შიდა საქმეებში ერევა. „რუსეთი არ შეეგუება ვაშინგტონისგან ასეთ ნაბიჯებს, მოსკოვი გიპასუხებთ, „ორმხირივ პრინციპიდან“ გამდინარე“, - აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ევროკავშირმა და აშშ-მა, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს და კომპანიებს სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)