2021-03-02 20:22:17, 421 ნახვა
საზოგადოება
ოკუპანტების მიერ 2 დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს
ოკუპანტების მიერ 2 დღის წინ გატაცებული მალხაზ დოლუაშვილი გაათავისუფლეს.
ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
დოლუაშვილი ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე უკვე გადასცეს.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ ორი დღის წინ დააკავეს მალხაზ დოლუაშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,