2021-03-02 17:01:41, 604 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3252 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3268 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0016 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9976 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0101 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0125 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან