2021-03-02 16:04:27, 614 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან აქტივისტებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს
პარლამენტთან აქციის წევრებმა კიდევ ორი კარავი გაშალეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით ეს არის პასუხი იმ რიტორიკის მიმართ, რომელსაც პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“ აჟღერებენ.
აქტივისტები ინფორმაციით, ამ ეტაპზე საკანონმდებლო ორგანოსთან ჯამში 16 კარავია გაშლილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი აქტივისტები პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რიგგარეშე არჩევნებსა და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებას ითხოვენ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან