|
2021-03-02 15:12:39, 489 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ირაკლი ღარიბაშვილის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არ არის
„ღარიბაშვილის რიტორიკა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა არ არის“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, რიტორიკა რომელსაც ღარიბაშვილი აჟღერებს აზიანებს როგორც ქვეყანას ასევე „ქართულ ოცნებასაც“. „გუშინდელმა შეხვედრამ, მათ შორის მედიაციის უმაღლესმა დონემ ევროკავშირის ჩართულობით, დაამტკიცა ის, რომ ჩვენი საერთაშირისო პარტნიორები ელოდებიან კონკრეტულ დიალოგსა და შეთანხმებას. ეს კონკრეტული შედეგები არის ვადამდელი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ის საკითხები, რომელიც იყო ჩარჩო შეთანხმებაში. ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება ხელისუფლებას და ის რიტორიკა, რომელიც ჰქონდა დღეს ღარიბაშვილს არ არის ადეკვატური იმ მოლოდინის, რომელიც აქვს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ეს აზიანებს არამარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ ქვეყანას და არ არის პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გზა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)