|
2021-03-02 13:35:48, 697 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო მთავრობასა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებს
ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანთა ორგანიზაცია „არუა“ დე ფაქტო მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს აპროტესტებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციამ მოუწოდა მათ მხარდამჭერებს, რომ დღეს, ადგილობრივი დროით 12:00 საათზე სოხუმის ცენტრში შეიკრიბონ და „ჩინოვნიკების მოგზაურობა საქართველოში და ვიდეო აფხაზეთის მტრების სადღეგრძელოთი“ გააპროტესტონ. ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ გაავრცელა განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის თანაშემწის ბენურ კვირაიას ვიზიტს ქვეყანაში და მის კომუნიკაციას ქართულ მხარესთან „პირდაპირი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესახებ“. ამასთანავე, გავრცელდა ვიდეო, სადაც ბენურ კვარაია ამბობს სადღეგრძელოს, რომელიც ოპოზიციამ შეაფასა, როგორც „გრძელი ტირაჟის წარმოთქმა ძმობასთან დაკავშირებით და ქართველი ხალხისთვის ისტორიის გაზიარება“. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ „წითელი ხაზი გადაკვეთა“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)