|
2021-03-02 13:01:06, 542 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, ეს არის წითელი ხაზი
გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპატრიარქოში, ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციამ გუშინდელ შეხვედრზე დააყენა ნიკა მელიას გამოშვების საკითხი, რაზეც მან განაცხადა, რომ კანონის აღსრულებაში ვერ ჩაერევა. მანვე დასძინა, რომ ნიკა მელიას ოჯახს აქვს სრული შესაძლებლობა ნებისმიერ დროს, დღეს გადაიხადოს მოთხოვნილი გირაო. „საკითხები, რომელიც იქნა განხილული, არის ის რომელიც ზოგადად მუსირებს და არი განხილვის საგანი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ჩვენი პოზიცია მე მკაფიოდ დავაფიქსირე. პირველი, საკითხი შეეხებოდა ბატონი მელიას გამოშვებას, ჩემი პოზიცია იყო ის, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ბატონ მელიას და მის ოჯახს, აქვთ სრული შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო და თუ მათ ინტერესებში შედის მელიას გამოყვანა, იყოს გამოყვანილი ციხიდა. მეორე საკითხი შეეხებოდა სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმის, ამაზე ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა და გადავდგით, ეს მოიცავს ვრცელ კომპლექსურ საკითხებს, რომ გავაუმჯობესოთ საარჩევნო რეფორმა. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება და ეს გუშინდელ შეხვედრაზე დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის, არ არის ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)