|
2021-03-02 12:57:01, 467 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ოპოზიციას მუშაობა ეზარება და მიზეზებს იგონებენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ
„ქართული ოცნების“ წევრის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიციას მუშაობა ეზარება და მიზეზებს იგონებენ, რომ პარლამენტში არ შემოვიდნენ. მისი თქმით, სხვა ახსნა არ აქვს იმ ფაქტს, რომ ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში. არ გასულა რამდენიმე საათი და ოპოზიცია უკვე არღვევს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც შეთანხმება იყო და რომლის მიზნითაც გაიმართა გუშინდელი შეხვედრა. ვხედავთ, რომ პარლამენტის წინ ხდება პიკეტირება და რიგი ვიწრო და ძალიან რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური წარმომადგენლები ხელს უშლიან საკანონმდებლო წარმომადგენლებს მუშაობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება ძირითადი ჩვენი საქმის ხელისშემშლელი ფაქტორი და უკვე გარკვეულწილად, შევეგუეთ ამ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას. ერთადერთი ახსნა ამას შეიძლება ჰქონდეს ის, რომ ოპოზიციას ძალიან ეზარება მუშაობა და იმისთვის, რომ ისინი არ შემოვიდნენ პარლამენტში, სხვადასხვა მიზეზებს იყენებენ“, - განაცხადა წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)