|
2021-03-02 12:51:19, 512 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია მოლაპარაკების პარალელურად დესტაბილიზაციას აგრძელებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიცია თან მოლაპარაკებებზე საუბრობს და თან დესტაბილიზაციას აგრძელებს. მისი თქმით, ეს ოპოზიციას სასიკეთოს არაფერს მოუტანს. „ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა. გუშინ იყო საუბარი იმაზე რომ აუცილებელია დიალოგის დაწყება და ყველა დაეთანხმა ამას და ჩვენ მივესალმებით ამას. კარგი იქნებოდა ეს ჩვენი პარტნიორების ჩართულობის გარეშე, რომ შეგვეძლოს. გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, რომ მზაობაა მოლაპარაკებები წარიმართოს და დღეს მათი მხრიდან მივიღეთ ისევ რადიკალიზმი და დესტრუქცია, პირველ რიგში, იმ პარტიებს, რომლებიც ამას აკეთებს, ეს არაფერს სასიკეთოს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო რადიკალიზმისგან თავი შეიკავონ და კეთილი ინებონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, - განაცხადა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)