|
2021-03-01 18:14:07, 483 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა
ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოში უნდა დასრულდეს პოლარიზება და მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები. შარლ მიშელმა მოუწოდა მხარეებს, რომ დღეს საღამოსვე შედგეს დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. „ახლა და აქ, ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს, არსებული პოლარიზაცია იმაზე მეტყველებს, რომ საქართველომ მოიპოვა წლების განმავლობაში დემოკრატია და ეს ყველაფერი, თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმეით, უნდა გამოსწორდეს. უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ნებისმიერი ქვეყნის მთავარობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერულლი თვისებები, გაუსწოროს გამოწვევებს თვალი და საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედოს. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ მოხდეს დეესკალაცია, გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ შედგეს პოლიტიკური დიალოგი და ყველას გიწვევთ, რომ დღეს საღამოს შევხდეთ“ - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)