2021-03-01 17:02:44, 535 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3268 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3255 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0013 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.0101 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0322 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0221 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან