02:18 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 16:49:36, 617 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ბოლომე შეტოპვის შემთხვევაში, სანქციები ნამდვილად ელით

„ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას ბოლომე შეტოპვის შემთხვევაში, სანქციები ნამდვილად ელით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ უნდა დაინახონ ის საფრთხე, რაც შეტოპვის შემთხვევაში მოხდება.

„არასოდეს საქართველოს ახალ ისტორიაში, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ ბოროტების, საბჭოთა რუსეთის ნგრევის შემდეგ, არ დამდგარა საკითხი სანქციების დაწესებაზე. ჩვენი თვითმიზანი არ არის სანქციები ვინმეს წინააღმდეგ. ჩვენი მიზანი არის ამ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ მკაფიოდ უნდა დაინახონ, ის საფრთხე თუ შეტოპავს ბოლომდე, რა მოხდება. თუ შეტოპავს ბოლომდე, ნამდვილად ელის სანქციები და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ თავისუფალ სამყაროს ყველა არგუმენტი მივაწოდოთ, რატომ არის ეს საფრთხე“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics