2021-03-01 16:25:22, 589 ნახვა
საზოგადოება
გარდაბანში აფეთქების შედეგად 11 და 15 წლის მოზარდები დაშავდნენ
გარდაბანში, ერთ-ერთი სკოლის გვერდით მდებარე ფერმაში აფეთქება მოხდა რის შედეგადაც 11 და 15 წლის მოზარდები დაშავდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები ძმები არიან.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან