2021-03-01 15:55:15, 424 ნახვა
საზოგადოება
მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია
მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მაჭავარიანის ქუჩაზე დღის განმავლობაში ორმხრივად შეზღუდული საავტომობილო გზა, ცალმხრივად გაიხსნა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან („112“) ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობის ცალმხრივად შეზღუდვა კვლავ 31 მარტამდე გაგრძელდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),