2021-03-01 15:03:17, 488 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში მატარებლის ვაგონს ხანძარი გაუჩნდა
სამგორის მეტროსთან, მატარებლის „ვაგონს“ ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიატუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც საწვავის გადასაზიდად გამოიყენება.
„ცეცხლი უკიდია დემონტაჟისთვის გამზადებულ ვაგონს, რომელიც დგას ჩიხში და გამოიყენებოდა საწვავის გადასაზიდად. დაშავებული არავინ არ არის, ადგილზე მობილიზებულია 14 ეკიპაჟი“, - აცხადებენ უწყებაში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან