2021-03-01 13:16:03, 412 ნახვა
საზოგადოება
1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
სინოპტოკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +5, +10 გრადუსია მოსალოდნელი. 3-4 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
„5 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება. თბილისში 2 მარტს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 3-5 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 3–4 მარტს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 1-4 მარტს დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, 5 მარტს კი შედარებით დათბება“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,