12:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 16:30:53, 647 ნახვა

საზოგადოება
სამოქალაქო აქტივისტება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხვალ აქცია დაანონსეს

სამოქალაქო აქტივისტება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ხვალ აქცია დაანონსეს.

ამის შესახებ მოძრაობა "საქართველოსთვის" დამფუძნებელმა ლაშა ხუსკივაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ის აცხადებს, აქცია 12:00 საათზეა დაგეგმილი.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის ყველა მოთხოვნის შესრულება მოუწევს.

"ჩვენ, ადამიანებმა, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აპროტესტებენ მოპარულ არჩევნებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, მივიღეთ გადაწყვეტილება პერმანენტულად დავიწყოთ ე.წ გასვლითი აქციები.

ხვალ, 12:00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გვექნება პირველი გასვლითი აქცია, სადაც მას შევახსენებთ, რომ ყველა იმ უბედურების სათავე, რაც დღეს საქართველოში ხდება, სწორედ ისაა და ის არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი.

ამიტომ, ხვალიდან დაიწყება პერმანენტული აქციები და ყველა ტრიბუნიდან შევახსენებთ ბიძინა ივანიშვილს, რომ დღეს ქვეყანაში რაც ხდება, ყველაფრის, ყველანაირი უბედურების სათავე სწორედ ისაა. მას მოუწევს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მოუწევს ხელახალი არჩევნების ჩატარებაც და მოუწევს ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილებაც",- განაცხადა ხუსკივაძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან 14 კარავია გაშლილი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics