|
2021-02-27 17:45:55, 548 ნახვა
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ ემხრობა
პოლიტიკური პარტია „სტრატეგი აღმაშენებელი“ ამ ეტაპზე პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე სავალი გზის გადაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მოქალაქეების ნაწილს დისკომფორტს შეუქმნის. „ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ აქტივისტების აზრს, მაგრამ თუ ეს ეხება კანონის დარღვევას და თუ აქ საუბარია მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნაზე, ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ, როგორც უკიდურესი ზომა. ამ ეტაპზე გზის გადაკეტვის აუცილებლობას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვერ ხედავს და არ მიაჩნია აუცილებლად“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა მიმდინარეობს. მათი ნაწილი რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილის მომხრე, ნაწილი კი წინააღმდეგია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)