|
2021-02-27 17:33:49, 571 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ამოცანა არა სამართლიანობის აღდგენა, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფაა
დღეს ოპოზიციის ამოცანა არა სამართლიანობის აღდგენას, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფას უკავშირდება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სერიოზული გამოწვევები, რომლებიც საქართველოსთან ერთად მსოფლიოს ახასიათებს, მექანიზმადაა განხილული. „დღეს ოპოზიციის ამოცანა არანაირად არ უკავშირდება სამართლიანობის დადგენას. დღეს უკავშირდება ყველაფრის, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურების უარყოფას. ამას ოპონირების რეჟიმი არ ჰქვია და სერიოზული გამოწვევები, რაც ახასიათებს სამწუხაროდ არამარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ მთელ მსოფლიოს, არის სწორედ მექანიზმად განხილული, როგორ უფრო დავანგრიოთ სიტუაცია და როგორ უფრო ტურბულენტურ ზონაში შევიყვანოთ საქართველო. ეს არის მექანიზმები, რომელთა იქით არაფერი არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ საერთაშორისო პარტნიორები, არამედ საზოგადოების უფრო დიდი ნაწილი ვიდრე გუშინ, გაიგებს რეალობას, თუ რასთან გვაქვს დღეს საქმე და რითი შეგვიძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)