2021-02-27 16:09:03, 957 ნახვა
საზოგადოება
მეუფე სპირიდონი - „მთავარი არხი“, „ტვ. პირველი“, „ფორმულა“ - ეს არის სატანის მიკროფონი
სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი კრიტიკულ მედია საშუალებებს სატანის მიკროფონად მოიხსენიებს.
ამის შესახებ მეუფე სპირიდონმა 25 თებერვალს იქადაგა.
„საქართველოზე არის შემოტევა საშინელი, ბოროტი, ბნელი ძალების. თქვენც ხედავთ ახლა რა ხდება ლანძღავენ და აგინებენ ეკლესია. ჩვენს პატრიარქს აუგად იხსენიებენ.
კაცმა, რომელმაც საქართველო ფეხზე წამოაყენა პირჯვრის გადაწერა ასწავლა ხალხს და დაცემული აღადგინა ღვთის მადლით და ეს ტელევიზიები მთავარი არხი ტვ. პირველი და ფორმულა - ესაა სატანის მიკროფონი. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს რომ მოიქცნენ ისინიც მოტრიალდნენ“, - განაცხადა მეუფე სპირიდონმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან