|
2021-02-27 15:57:14, 618 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - სახელმწიფო ეცდება, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და კარვებში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაიცვას
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, სახელმწიფო ეცდება, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. მისი თქმით, კარვებში მყოფი ადამიანებისა და მათ მიმართ აგრესიულად განწყობილი პირების უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს. „არსებობს კანონი და არსებობს რეალობა, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნისთვის დამახასიათებელი გარკვეული ნიშნები გვიქმნის, თუნდაც ადამიანების უშველებელი რაოდენობა გამოხატავდეს თავის უკმაყოფილებას იმ დისკომფორტით, რაც შეიძლება კარვების ამ რაოდენობის დაშლამ გამოიწვიოს. სახელმწიფო ეცდება, რომ გამოხატვის უფლება იყოს დაცული. ასევე დაცული უნდა იყოს იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც კარვებშია და იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, ვინც მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციურმა პარტიებმა და მათმა მხარდამჭერებმა კარვები გაშალეს. მათი ნაწილი რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გეგმავს, ნაწილი კი ამ პოზიციას არ ეთანხმება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)